14, სექტემბერი 2021 14:32:00
ქობულეთში სპორტული ინფრასტრუქტურის მშნებლობა გრძელდება. მიმდინარეობს ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოებიც. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, იწყება ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობაც, რომელიც ფეხბურთის, კალათბურთის და ხელბურთის მინი მოედნების მოწყობას ითვალისწინებს. საპროექტო ტერიტორიაზე ასევე ხელოვნურ და ქვიშისსაფარიანი ორი მოედანი უნდა აშენდეს.