16, სექტემბერი 2021 17:14:00
ბათუმში მცხოვრები ბელორუსის მოქალაქეები, სამშობლოდან დამკვირვებლების ჩამოყვანას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ 2 ოქტომრის თვითმმართველობის არჩევნებს, ის ადამიანები არ უნდა დააკვირდნენ, რომლებმაც ბელორუსიაში, საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბეს. მონაწილეები ირწმუნებიან, რომ მათ სამშობლო სწორედ უსამართლობის და იმ ტერორის გამო დატოვეს, რომელიც ხალხზე სასურველი საარჩევნო შედეგის დადებისთვის მიმდინარებდა. აცხადებენ, რომ ბელორუსიის ცესკოს წარმომადგენლები, ლიდია იერომოშინას ხელმძღვანელობით, არ შეიძლება დამოუკიდებელ დამკვირვებლებად ჩაითვალონ, რადგან სწოედ ეს გუნდი დაეხმარა პრეზიდენტ ლუკაშენკოს, ძალაუფლების შენარჩუნებაში, რომელმაც შემდგომ დაიწყო მასობრივი დაკავებები და ადამიანების წამება ციხეებში.