16, სექტემბერი 2021 21:30:00
ბელორუსკი ციკ მაშშენიკ - ანუ ბელორუსიის ცესკო თაღლითია - ამ შეხაძილებით, მოვიდნენ ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქთან ბათუმში, ბელორუსიის დიასპორის წარმომადგენლები.
„საქართველო შენ ჩვენ გვიყვარხარ“, „გამჭვირვალე არჩევნები საქართველოს“ - ეს მათი აქციის ძირითადი სათქმელი და გზავნილი იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის.
ეს პირველი აქცია არ ყოფილა, თუმცა ხმა ჯერ ვერავის მიაწვიდნეს. ბათუმელ ბელორუსებს აღშფოთებთ ფაქტი, რომ ორი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს, ბელორუსის ცესკოს წარმომადგენელბი უნდა ნდააკვირდნენ. ცდილობენ, გაახსენონ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას, რა ხდებოდა ბელორუსში ლიდია იერომოშინას ხელმძღვანელობით ჩატარებულ არჩევნებზე.
რის შეხსენებასაც ქართული მხარისთვის ბელორუსები ცდილობენ, არც ისე შორი წარსულია. ტოტალური გაყალბება, აქციები, დარბევები, სისხლი, დაკავებები, წამება, მუქარა და ლუკაშენკოს ხელისუფლების კიდევ ერთი ვადით გახანგრძლივება - ეს თანამედროვე ბელორუსიაა, თავისი კიდევ უფრო მძიმე გაგრძელებით - ემიგრაციით.
აქციის მონაწილე ბელორუსები ამბობენ, რომ ბელორუსის ცესკო-ს ხელმძღვანელი, ლიდია იერომოშინა არის ევროკავშირის სანქციების სიაში, როგორც გამყალბებელი, შემოქმედი იმ არჩვნების, რომელსაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები არ აღიარებს. დიასპორა სთხოვს, საქართველოს ცენტრალურ საარჩვენო კომისიას, გაუუქმონ მათ სადამკვირვებლო აკრედიტაცია.
ბელორუსიას, არჩევნებზე, სადამკვირვებლო მისიით, უკვე წლებია აღარ ეძახის განვითარებული მსოფლიო. მხოლოდ საქართველო და რუსეთია ის გამონაკლისი სახელმწიფო, რომელიც ბელორისიას ამის საშუალებას აძლევს.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ბათუმში, ბელორუსიის დიასპორის მიერ დღეს გამართულ პროტესტს, არავინ გამოეხმაურა.