17, სექტემბერი 2021 14:13:00
ქობულეთში, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარე აჭყვა ადიდდა. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა, მიმდებარე ტერიტორიები დატბორა. განსაკუთრებით დიდი ზარალი, ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებს მიადგათ. დაიტბორა ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, ახლომდებარე ქუჩები და გელაურის დასახლება. მეწყრული პროცესები განვითარდა ქობულეთის სოფლებშიც. ხუცუბანში, წყალმა საავტომობილი დროებითი ხიდი წაიღო. ორი ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ დაზარალებულებს დახმარება, ზარალის დათვლის შემდეგ, შესაძლებლობის მიხედვით გაეწევათ.