17, სექტემბერი 2021 21:58:00
ირაკლი კაკაბაძის ამ დაპირებიდან უკვე ათი დღე გავიდა, თუმცა პირობა, მხოლოდ პირობად დარჩა. გონიოელები, ისევ მიწების რეგისტრაციის მოლოდინში და საპროტესტო აქციების რეჟიმში არიან. ბათუმის მერიის მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარესთან, დღეს მორიგი შეხვედრა შედგა. მოქალაქეები, კაბინეტიდან ისევ დაპირებით გამოვიდნენ.
მოსახლეობასთან ერთად, ჩვენც კარგად გვახსოვს გასული კვირის აქცია, სადაც მონაწილეებთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე გავიდა. რა შეიცვალა ბოლო ერთ კვირაში, ფაქტია, რომ პრაქტიკულად არაფერი. მიუხედავად იმისა, აქციიდან აქციამდე და შესაბამისად, დაპირებიდან დაპირებამდე, დრო, ამაოდ ბევრჯერ გავიდა, პრობლემის მოსაგვარებლად, სპეციალური კომისია გონიოელებს, კვლავ ერთკვირიან ვადას სთხოვს.
გონიოელებს ეჭვი აქვთ, რომ ფინანსთა სამინისტრო პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს. ფიქრობენ, რომ ტერიტორიებით, ბიზნესსექტორი ან თავად ხელისუფლებაა დაინტერესებული. ადგილობრივები, კვლავ პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
წინასაარჩევნოდ, ჯერ საკუთრებაში გადაცემული და შემდეგ ჩამორთმეული მიწების დაბრუნებისთვის, გონიოელები 2008 წლიდან იბრძვიან. ახლა ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, თუმცა დავა ამ დრომდე ავერ დაასრულა 25-მა ოჯახმა.