20, სექტემბერი 2021 09:59:00
"ჩვენ უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ახალი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ ძალიან სიღრმისეულ კვლევებს. ბათუმში იქნება, დაახლოებით იმის მსგავსი, რაც დუბაიშია. მოწვეული იქნება საერთაშორისო არქიტექტორები, დიზაინერები, მშენებლები. როგორც კი ამ ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტის სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობაც. რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განხორციელდება." განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ იმედის ეთერში.