20, სექტემბერი 2021 15:05:00
განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა, წინასწარი საბაჟო დეკლარაციით დაადეკლარირა, 59 ათას 886 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ტანსაცმელი, რა გზითაც დამალა 31 ათას 763 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის არსებობა და თავი აარიდა მოსაკრებლების გადახდას. დანაშაული, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითავლისწინებს.