21, სექტემბერი 2021 12:53:00
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე 2022 წლის პრიორიტეტების და სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ზაფხულში, ეკონომიკური აქტივობა გაძლიერდა, რაც იძლევა საშუალებას, მეტი პროექტის განხორციელება დაიგეგმოს.