22, სექტემბერი 2021 09:34:00
მარნეულში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს, რომელიც ჯიხურში სიგარეტს ყიდდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, უცნობმა ადამიანმა მისთვის სიგარეტის წართმევა დააპირა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ექიმის ცნობით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.
"ოჯახის წევრების მიერ მოყვანილი იქნა მამაკაცი, 60 წლის, რომელსაც აღენიშნებოდა ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, ჭრილობა იყო, სავარაუდოდ, დანით მიყენებული. პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევები და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე", - განაცხადა ექიმმა.
მომხდარზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.