22, სექტემბერი 2021 16:04:00
ბათუმში, მეწყრული პროცესები 20 მისამართზე დაფიქსირდა. ჩამოიშალა ფერდსამაგრი და საყრდენი კედლები. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროცესში გეოლოგები ჩაერთნენ. მათივე ცნობით, იმ მისამართებზე, სადაც უკვე დასრულდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, გადარეცხვის ღონისძიებები ხორციელდება.112-ზე სულ 420 შეტყობინება დაფიქსირდა, მათგან 50-ზე შესაბამისი რეაგირება განხორციელდა. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითზე გადაწყვეტილებებს სპეციალური კომისია რამდენიმე დღეში მიიღებს.