22, სექტემბერი 2021 17:43:00
ბათუმში, რამდენიმე დასახლებაში წყლის მიწოდება შეწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმის წყალი" ავრცელებს.
"მდინარეებზე სიმღვრივის დონის მომატების გამო დღეს 22 სექტემბერს 18:00 საათიდან 00:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყდება შემდეგ მისამართებზე: თამარის, განთიადის, მახინჯაურისა და ხელვაჩაურის დასახლებები", - ამბობენ შპს-ში.