22, სექტემბერი 2021 18:19:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:
- ხელვაჩაურში - 14:00-დან 18:00 საათამდე გონიოსა და კვარიათის დასახლებების ნაწილს.ასევე ახალსოფელს.
- ქობულეთში - 14:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კვირიკესა და ბობოყვათს.ასევე დაბა ჩაქვის ნაწილსა და ჩოლოქის დასახლებას.
- შუახევში - 14:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: დარჩიძეებს,შუბანს,ოლადაურსა და მიმდებარე სოფლებს.
- ხულოში - 14:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: აგარას,ღორჯომს,ჭახაურს,ჩირუხსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.