15, აგვისტო 2017 19:49:00
ბათუმის მერია კახაბრის დასახლებაში გარე განათებებს აწყობს. დაგეგმილია ოცდაშვიდი ქუჩის შესახვევებისა და ჩიხების განათება, სადაც ჯამში 1 129 ბოძი უნდა დამონტაჟდეს. კახაბერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ქუჩების განათებისთვის მილიონ 159 ათას 998 ლარია გამოყოფილი. მერიამ გარე განათების მონტაჟი უკვე დაასრულა გონიო-კვარიათში, მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, აღმაშენებლისა და ბაქოს ქუჩებზე და სხვა, სულ 1 800 ერთეული ნათურა. უწყების კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა დღეს ზედაღელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.