23, სექტემბერი 2021 12:57:00
„Pfizer“-ის ვაქცინებს ვადა გასდის და ფუჭდება. ექიმები მძიმე ეპიდვითარებაზე საუბრობენ და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ. მედიკოსთა განმარტებით, პრეპარატების გამოუყენებლობა არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ამ საკითხს დღეს, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორიც გამოეხმაურა. თენგიზ ცერცვაძე იმუნიზაციის პროცესით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ყველაზე პოპულარული ვაქცინის გაფუჭება დაუშვებელია.