23, სექტემბერი 2021 15:01:00
აფეთქება საზოგადოებრივ ცენტრში. შემთხვევა სოფელ მარტყოფში მოხდა. შედეგად, შენობის წინა ფასადი ჩამოინგრა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ ქურდობის მიზნით გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე იყო.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.