23, სექტემბერი 2021 17:29:00
"საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო სიტყვებითვის, რომელიც ჩემგან მოისმინა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, არ აყვნენ პროვოკაციებს.
„სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს. დღევანდელი პროვოკაცია ადასტურებს, რომ ძალზედ რთულია, ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე, ჩემთვისაც რთული იყო მოთმენა მითუმეტეს კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო სიტყცვებითვის, რომელიც ჩემგან მოისმინა. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს, მოთმინებით მიუდგნენ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას. 2 ოქტომბერს "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს რის შემდეგაც კრიმინალები საბოლოოდ ჩამოშორდებიან პოლიტიკას", - თქვა კობახიძემ.