24, სექტემბერი 2021 10:45:00
ხანძრის შედეგად, აგრო მაღაზია, ღვინის მარანი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაიწვა. შემთხვევა ახმეტაში, სოფელ ქვემო ალვანში მოხდა. დაზარალებული ადგილობრივი ბიზნესმენი, თემურ თელაურიძეა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფი. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
ხანძრის შესახებ ოჯახმა დილით მეზობლებისგან შეიტყვეს, თუმცა ცეცხლი უკვე დიდ ფართობზე იყო გავრცელებული, რის გამოც, მათ შენობიდან ნივთების გამოტანა ვეღარ შეძლეს.
წინასწარი ინფრომაციით, ზარალი 200 ათას ლარს აჭარბებს.