24, სექტემბერი 2021 10:53:00
საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 38 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 1 910 პირი.
გუშინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 25 692 ტესტი ჩატარდა.