24, სექტემბერი 2021 11:46:00
კორონავირუსმა 26 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა. იგი დედოფლისწყაროში ცხოვრობდა.
გარდაცვლილ ახალგაზრდას COVID19-ი 5 სექტემბერს დაუდასტურდა. ინფიცირებული პაციენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თბილისის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.