15, აგვისტო 2017 19:59:00
44 წლის ქალის, ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რომელსაც სატვირთო მატარებელი დაეჯახა. იგი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზეა. მას კისრისა და გულმკერდის არეში ძლიერი ტრანვები აღენიშნება. ქალი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა თამარ მეფის დასახლებაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინსიტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.