24, სექტემბერი 2021 13:50:00
„ქართული ოცნების" კოორდინატორები, საარჩევნო გადასატანი ყუთის სიებში ისეთ ადამიანებს სწერენ, ვისაც გადაადგილება შეუძლია - ამ განცხადებას, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი აკეთებს. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, მიშა ბოლქვაძემ ვიდეომტკიცებულებაც წარადგინა. ჩანაწერის მიხედვით, ამომრჩეველთა ნაწილი ამის შესახებ ინფორმირებული არ არის, ნაწილი კი ადასტურებს, რომ ისინი სიაში მმართველი გუნდის წევრებმა შეიყვანეს. ოპონენტი პასუხისმგებლობას ,,ცესკოსა" და ,,ქართულ ოცნებას" აკისრებს. ბოლქვაძის თქმით, თუ კი ასეთ მოქალაქეებს სიიდან 29 რიცხვამდე არ ამოიღებენ, პროკურატურას მიმართავენ.