24, სექტემბერი 2021 15:18:00
"აიცერი და მოიგეს" ფარგლებში, 260 400 ლარი უკვე გათამაშდა, მოგებულია 1 777 ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს ლატარიის კომპანია წერს.
კომპანიის ინფორმაციით, მოგებები მთელი საქართველოს მაშტაბით ფიქსირდება, მათ შორის ბათუმშიც.
გათამაშებების შედეგების ხილვას მომხმარებელი შეძლებს stopcov.lotto.ge-ზე, იმავე საიტზე, სპეციალურ გრაფაში "გათამაშების შედეგები" პირადი ნომრის შეყვანით, ხოლო მოგებული თანხის ოდენობას მომხმარებელი შეიტყობს "საქართველოს ეროვნული ლატარიის" სერვისცენტრებში უშუალოდ მოგების განაღდების დროს.
1 000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდება შესაძლებელია "საქართველოს ეროვნული ლატარიის" სერვისცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1 500 – 100 000 ლარის მოგების შემთხვევაში, მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.