24, სექტემბერი 2021 15:51:00
აჭარაში, უკვე მესამე დღეა უხვი ნალექია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუსტი წვიმა დღის ბოლომდე შენარჩუნდება.
სინოპტიკოსები, ხვალიდან, რეგიონში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. მათი თქმით, 25 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში ისევ წვიმაა მოსალოდნელი. იგი ღამით გაძლიერდება.
გამოიდარებს კვირას, 26 სექტემბერს და უნალექო ამინდი 28 სექტემბრამდე შენარჩუნდება.