24, სექტემბერი 2021 19:25:00
"კორონავირუსის მეხუთე ტალღა, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია 2021 წლის ნოემბრის ბოლოს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, თუ არ ავიცრებით, იგი მძიმე იქნება.
„მეხუთე ტალღა აუცილებლად იქნება მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც. თუ ავიცრებით მაქსიმალურად და გვექნება კარგი მოცვის მაჩვენებელი, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, თუ არ ავიცრებით, მაშინ მეხუთე ტალღა იქნება მძიმე,“ - თქვა გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სრულად, ორივე დოზით, კოვიდზე აცრილია 751 410 ადამიანი.