27, სექტემბერი 2021 20:20:00
28 სექტემბერს მუზეუმებში ნებისმიერ მსურველს სტუმრობა უფასოდ შეეძლება. გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ მიიღო.
27 სექტემბერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის მსოფლიო დღე აღინიშნება. სწორედ, ამ თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ერთი დღით - 28 სექტემბერს ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს სახელმწიფო მუზეუმების დათვალიერება უფასოდ შესძლებოდათ.
ცნობისთვის, უწყების მმართველობის სფეროში მოქმედებს 24 მუზეუმი და სამუზეუმო გაერთიანება და 12 მუზეუმ-ნაკრძალი.