16, აგვისტო 2017 19:45:00
ბათუმი სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციისთვის ემზადება. „სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტები და ტენდენციები“ - კონფრრენცია 8-9 სექტემბერს არის დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი ექსპერტები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა სოფლის ტურიზმისა და ღვინის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები, სოფლის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამები, სოფლის ავთენტურობის შენარჩუნება ინოვაციური სერვისების პარალელურად და სხვა. იგეგემება პრეზენტაციების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა, ასევე გაცნობითი ვიზიტები ტურისტულ მარშრუტებზე. კონფერენციის ორგანიზატორია აჭარის ტურიზმისა და კუროტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითრების სააგენტო.