28, სექტემბერი 2021 15:31:00
ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი საქართველოს ეკოტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობა. სიუჟეტში, რომელიც ჟურნალისტმა აჭარაში მოგზაურობისას მოამზადა, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნული პარკებია წარმოჩენილი. რეპორტაშში ბათუმის და ზოგადად, აჭარის, ოთხივე სეზონზე და ტურისტულად მიმზიდველ ადგილებზე საუბრობენ. სატელევიზიო მასალა ევრონიუსის ეთერში 9 ენაზე, მსოფლიოს 160 ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში იტრიალებს. პარალელურად აჭარის საიმიჯო რგოლები და ეროვნული პარკების ამსახველი ფოტო სლაიდშოუ გადაიცემა. რეგიონის სარეკლამო კამპანია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება