29, სექტემბერი 2021 00:34:00
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტი ბარცხანის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 1 ადგილზე დაიღუპა.
"მსუბუქი ავტომობილი გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა, სატვირტო მანქანა ადიოდა ბარცხანის ხიდზე და ქალაქიდან მიმავალი მსუბუქი შეეჯახა. 2 ადამიანი გარდაიცვალა, ახალგაზრდა ბიჭები, ერთი 21 წლის არისო იძახდნენ", - ამბობს თვითმხილველი.
ინციდენტისას, დაშავდა კიდევ 2 ადამიანი. ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"2 პაციენტი გადავიყვანეთ რეფერალურში, ტრავმული შოკით, უტარდებათ გამოკვლევები", - ამბობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.