29, სექტემბერი 2021 12:10:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველზე, შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს. გიორგი კირთაძე და ბონდო თედორაძე ბათუმისა და ქობულეთის ფოტო და ვიდეო მასალას ასაჯაროებს, სადაც მათი თქმით, „ოცნება“ საჯარო მოხელეებს შტაბებში ხვდება და ამომრჩევლებზე მათი დახმარებით ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს. აღნიშნულს კი შემდეგ მათ დასაშინებლად იყენებს. მერობის კანდიდატების მტკიცებით, პროცესებში ჩართულები არიან ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები და პოლიციის თანამსრომლებიც კი. მათივე თქმით, ოცნების მაღალჩინოსნები, სუსის თანამშრომელბის თანხლები, ბაღების თანამშრომლებს კაბინეტებში იბარებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველ გუნდს ეს არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება. ბრალდების ადრესატებს საპასუხო კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.