29, სექტემბერი 2021 15:02:00
ცესკო-ს თქმით, სისხლიანი ბანერების დამკვეთი კერძო პირია და არა პოლიტიკური პარტია. საარჩევნო კომისიის სპიკერის განცხადებით, ბანერებთან დაკავშირებით ადმინისტრაციაში 18 დან 21 სექტემბერის ჩათვლით 3 საჩივარი შევიდა. ნათია იოსელიანის მტკიცებით, ბანერების განთავსება, რომელიმე საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით არ მომხდარა. "არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერებით ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით, გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული. წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია.