03, ოქტომბერი 2021 11:54:00
ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, შუახევის "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი,ომარ ტაკიძე ლიდერობს. ომარ ტაკიძემ თვითმმართველობის არჩევნებში 5 313 ხმა მიიღო რაც ხმების 57.09%-ია. რაც შეეხება, "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატს, როინ ზოიძეს, მან 3 074 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა ხმების 33.03%-ია.
ომარ ტაკიძე, 2 ოქტომბრამდეც შუახევის მერი იყო. მანამდე კი, მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე შუახევში ხმა 9988-მა მოქალაქემ მისცა – რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 66.25%-მა.