17, აგვისტო 2017 20:10:00
გადაადგილება ბნელ ქუჩებში. ლამპიონების გარეშე ბათუმში ე.წ ჭაობის დასახლების ქუჩებია დარჩენილი. აქტიურ ტურისტულ სეზონზე ქალაქში ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები ფანრების გარეშე ვერ გადაადგილდებიან. პრობლემას კიდევ უფრო ის ამძაფრებს, რომ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გათხრილ ორმოებში სიბნელის გამო ჩავარდნის რისკი დიდია. ბათუმის მერიაში კი არ იციან, როდის შეძლებენ მოქალაქეები ქუჩებში უსაფრთხო გადაადგილებას.