17, აგვისტო 2017 21:54:00
ზუსტად 2 დღეში ნადირობის სეზონი იხსნება. 19 აგვისტოს ნადირობის მოყვარულებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შეეძლებათ. რომელი ტერიტორიებია განკუთვნილი ნადირობისთვის და რამდენად საკმარისია ადგილები - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ "მაცნეში" სტუმრად გარემოსდაცვითი პატრულირების და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი მიხეილ მარგალიტაძე მოვიწვიეთ.