18, აგვისტო 2017 20:21:00
58 ეკომიგრანტ ოჯახს თამარის დასახლებაში მდებარე სოციალურ სახლში საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცა. ბენეფიციართა განცხადებები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არსებულმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა. კომისიამ 58 ოჯახისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის რეკომენდაცია გასცა. მათგან 55 ქობულეთიდან 3 ოჯახი კი ბათუმის შემოერთებული ტერიტორიიდან არის. პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი ლარია. სოციალური სახლის „მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წელს დასრულდა. 2013 წლიდან დღემდე აჭარაში არსებულ სოციალურ სახლებში ბინა შესაბამისი საჭიროების მქონე სულ 447 ოჯახს გადაეცა.