07, ოქტომბერი 2021 14:46:00
გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე გააკეთა კომენტარი, სადაც აღნიშნავს, რომ ეს წერილი ღარიბაშვილის არ არის, ის უბრალოდ მარიონეტია და სხვის მითითებებს ასრულებს.
"როდესაც ქვეყნის პირველი პირი მსგავსი რაღაც ეპისტოლარული ჟანრით არის დაკავებული, თან ყველას ხომ ესმის რომ ეს სულ სხვაგან და სხვა ადამიანის მიერ დაწერილი სცენარია და ჩვეულებრივი მარიონეტია ამ სცენარში ერთერთი შემსრულებელი. ასეთი ბევრი გვინახავს.რა შეფასება უნდა გავაკეთო მე, როცა ადამიანი, სხვის მიერ დაწერილ სცენარებს აქვეყნებს და არის მარიონეტი. " - ამბობს გახარია.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც სააკაშვილის "რევოლუციურ განზრახვასაც" განიხილავს და აცხადებს, რომ 3 ოქტომბერს ენმ-ს დაგეგმილ აქციას წყლის ჭავლითა და მხუთავი აირით დაშლიდა