11, ოქტომბერი 2021 15:28:00
როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილო თაფლს არ უნდა ჭამდეს, - ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა. ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„სრული პასუხისმგებლობით გიზიარებთ, რომ ეს ცირკი და შოუ, რაც ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე (იციან, რომ მეორე ტურშიც ყველგან დამარცხებიან) რამენაირად გარკვეული ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ ისე, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად.
ყოველდღიურად ძალიან კვალიფიციური ექიმები აკვირდებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ეს არის დამაკმაყოფილებელი. როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილო თაფლს არ უნდა ჭამდეს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. შესაბამისმა სამსახურმა ამის შესახებ ინფორმაციაც გაავრცელა, მან პირადად იყიდა საკუთარი ბარათით 7 კოლოფი თაფლი და ნახევარი კილოგრამი მიიღო აქედან. შეეშვით ამ ტყულებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.