12, ოქტომბერი 2021 21:22:00
იმედი, რომ შვიდი სართულის ქვევით, ბეტონის ქვეშ მოქცეულებს, მეხანძრე-მაშველები, ცოცხლებს იპოვიდნენ, ოჯახის წევრებს, 24 საათის შემდეგაც არ დაუკარგავთ. მოქალაქეები, ალბათ ნანგრევებში, სიკვდილს ბოლო წუთებამდე ებრძოდნენ. მერვე ცხედარი თითქმის, 30 საათიანი სამძებრო სამუშაოებს შემდეგ ამოასვენეს.
ნაწილი, ოჯახის გადაწყვეტილებით, ნათესავების სახლებში დაასვენეს. ნაწილი კი, ბათუმის ღვთის მშობლის შობის საკათედრო ტაძარში. გარდაცვლილთა ხსოვნას, პატივი დღეს, იმ მეხანძრე მაშველებმაც მიაგეს, რომლებიც 30 საათის განმავლობაში, შვიდ სართულიანი კორპუსის ნანგრევებში მოქალაქეებს, შიშველი ხელებით ეძებდნენ.
ორი შვილი, ძმა და ცოლი რამაზ დავლაძემ, ორი დღის წინ დაკრძალა. დღეს კი, მეზობლების სამძიმარზე მივიდა. ოთხი სასახლე ეკლესიიდან, რიგითი მოქალაქეების კორიდორში გამოატარეს, ტრაგიკულად დაღუპულებს ყველა გლოვობდა.
ფაქტმა მთელი ქვეყანა შეძრა. სამოქალაქო პანაშვიდზე, მეზობელი რეგიონებიდანაც მოდიოდნენ.
რვა ოქტომბერს, 11 საათსა და 45 წუთზე, ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ერთს გული სამედიცინო დაწესებულებაში, მეორე დღეს გაუჩერდა.