13, ოქტომბერი 2021 14:45:00
მხარს ვუჭერთ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტს, ადვოკატებს მასთან წვდომა აქვთ, კონსულს მასთან დაუბრკოლებელი წვდომა აქვს - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
დიმიტრი კულებას თქმით, უკრაინა საკუთარ მოქალაქეს გაჭირვებაში არ დატოვებს და შესაძლოა, მათი გადაწყვეტილება მხოლოდ ექსტრადაცია არ იყოს.
უკვე შედგა მასთან რამდენიმე საუბარი, რომლებშიც ცხადად გავიგეთ მისი და მისი ადვოკატების პოზიცია. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს საზღვრებს გარეთ გაჭირვებაში არ ვტოვებთ. ამიტომაც, შეგატყობინებთ, როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა გზით გავაგრძელებთ სვლას და ეს შეიძლება, მხოლოდ ექსტრადაცია არ იყოს – თქვა დიმიტრი კულებამ.