14, ოქტომბერი 2021 21:11:00
ხანძარი „ოცნების ქალაქში“. ცეცხლი ორ საცხოვრებელ სახლს უკიდია.
პირველადი ინფორმაციით, ადამიანებმა სახლებიდან გამოსვლა მოახერხეს და შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.