15, ოქტომბერი 2021 10:25:00
"სააკაშვილი რეალურად კურორტზეა, მას აქვს შესანიშნავი პირობები" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, თუ კი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდება, შესაბამისი რეაგირება ექნებათ.
"რეალურად, ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილი არის კურორტზე იმასთან შედარებით, რა ციხეც ჰქონდა მას აწყობილი 2012 წლამდე, როდესაც ციხე იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ის არის რეალურად კურორტზე, მას აქვს შესანიშნავი პირობები. რაც შეეხება შიმშილობას, ნებისმიერი პატიმარი როცა შიმშილობს, საჭიროა მასზე დაკვირვება და ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება უზრუნველყოფილი. თუ იქნება გართულება, შესაბამისად ჩაერევიან", - თქვა ირაკლი კობახიძემ.