15, ოქტომბერი 2021 11:10:00
აჭარაში, 102 კლასი სასწავლო პროცესს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს. მიზეზი კორონავირუსის შემთხვევების დადასტურება გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, დისტანციურად სწავლობს სხვადასხვა სკოლის 78 კლასი ბათუმში, ქობულეთში - 18, ხელვაჩაურში - 3, ქედაში - 2, შუახევში - 1.