15, ოქტომბერი 2021 14:30:00
დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია დასრულდა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილები, თავისუფლების მოედანზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. პოლიტიკური პარტიების ლიდერები განცხადებებს აკეთებდნენ და ხელისუფლებას, ექსპრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ. აქციაზე, ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებებს ადგილი არ ჰქონია. დემონსტრანტების რაოდენობა მაქსიმუმ 57 ათას 600 იყო. ცნობისთვის, ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, კოვიდრეგულაციები დაცული არ იყო. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი, პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი უკვე მე-15 დღეა, შიმშილობს.