16, ოქტომბერი 2021 09:03:00
ბათუმში, ბათუმში, 26 მაისისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე არსებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მერიის განცხადებით, ჯერ სრულად არ არის ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა სპეცალისტების წინასწარი ცნობებით კორპუსი არ არის უსაფრთხო. ადგილზე მივიდა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე, რომელიც ამავე კორპუსში ცხოვრობს.
"ექსპერტიზის სრულ დასკვნას ჯერ არ ვიცნობთ. არის სპეციალისტებისგან მოთხოვნა, რომ პრევენციის მიზნით აქ მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდეს. მოგეხსენებათ, დღეს ჩაუტარდა ექსპერტიზა დანგრეული კორპუსის მომიჯნავე ორივე სახლს. ერთს არ აქვს პრობლემა, მეორედან ევაკუაცია კი პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო განხორციელდა. მუნიციპალურმა ინსპექციამაც აღმოაჩინა ნებადართული პროექტის დარღვევის ფაქტი. ამ კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილისთვის ეს არ არის მუდმივი საცხოვრებელი და არ იმყოფებიან აქ, დანარჩენი ყველა ოჯახი გადავა სასტუმროში, მე პირადად გადავდივარ ძმასთან", -განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ, რომელიც ამავე კორპუსში ცხოვრობს.