18, ოქტომბერი 2021 16:09:00
ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ბერიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებების მიზეზი თბილისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. თბილისში მოკლულ ქალს, ანასტასია შატილოვას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით დავა ჰქონდა.
შეგახსენებთ, შატალოვა წუხელ, გვიან ღამით მოკლეს. მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და დაინახეს შემთხვევის ადგილიდან გაქცეული მამაკაცი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განხრაზ მკვლელობას გულისხმობს.