19, ოქტომბერი 2021 19:25:00
ქართული ოცნების ლიდერები ირწმუნებიან, რომ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებენ. მიუხედავად იმისა, რომ რიგ მუნიციპალიტეტებში უკვე დამარცხნენ ამტკიცებენ, რომ უმრავლესობას საკრებულოში ოცნება დააკომპლექტებს, აქვთ მოლოდინიც, რომ ბარიერვერგადალახული მერობის კანდიდატები ხმების უმრავლესობას მოიპოვებენ. აცხადებენ, რომ წარმომადგენლობით ორგანოში ნაციონალურ მოძრაობასთან თანამსრომლობას არ აპირებენ, თუმცა ცალკეულ დეპუტატებტან თანამსრომლობას არ გამორიცხავენ? ვისი მხარდაჭერის იმედი აქვს მმართველ გუნდს მალე გამოჩნდება.
მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვთ ბათუმის საკრებულო ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტდა, ირაკლი კობახიძე საზოგადოებას არწმუნებს, რომ ქართული ოცნება სტაბილურ უმრავლესობას მოიპოვებს. აქვე ამტკიცებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას არ აპირებენ. რაზე დაყრდნობით აქვს ეს მოლოდინი თუ კი გახარიას გუნდის მხარდაჭერა არ ექნებათ? - კობახიძე არ აკონკრეტებს. ამბობს, რომ საკრებულოს ცალკეულ წევრებთან თანამშრომლობას აპირებენ.
2 ოქტომბრის არჩევნებამდე „ოცნებაში“ ირწმუნებოდნენ, რომ გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებდნენ. თუმცა ფაქტია, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში და ქვეყნის დიდ ქალაქებში მეორე ტური ჩაინიშნა. ამ ფონზე, ქვეყნის პრემიერ მინისტრს კვლავ გამარჯვების მოლოდინი აქვს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველი გუნდის კანდიდატები, განმეორებითი კენჭისყრისას ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებდნენ.
გამარჯვების იმედს არ კარგავენ ადგილობრივი მაღალჩინოსნებიც. მიუხედავადა იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ოპონენტმა, პირველ ტურში 700 ხმით აჯობა, მაინც ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ. რატომ არიან მმარველ გუნდში ამდენად თავდაჯერებულები არ აკონკრეტებენ.
არჩევნებამდე 11 დღე დარჩა, მმართველი გუნდი კი მეორე ტურისთვის ემზადება. იმისათვის, რომ ამომრჩეველს სრული მობილიზება გაუწიონ დღეს აჭარაში, პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იმყოფებოდნენ. ღარიბაშვილი და კობახიძე, ადგილობრივ თანაგუნდელებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.