21, ოქტომბერი 2021 19:40:00
საინტერესოა, იმ დროსაც ასე ფიქრობდა, თუ არა არჩილ ჩიქოვანი, როცა მიხეილ სააკაშვილთან ერთად, სუფრასთან მოილხენდა. მაშინ არ იყო სისხლიანი რეჟიმი? ფაქტია, რომ ჩიქოვანს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, აჭარის სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობისას, რეჟიმთან დაკავშირებით პროტესტი არ გასჩენია.
2004-2005 წელი, აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანაშემწე. 2006 წელი, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი. თანამდებობების სია გრძელია, დიახ ეს, იმ პოსტების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც არჩილ ჩიქოვანი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს იკავებდა. როგორც ჩანს, ბათუმის მერობის კანდიდატისთვის, „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული სკამი, იმდენად კომფორტული აღმოჩნდა, რომ მოსაზრების შეცვლა გადაწყვიტა.
მოსაზრებები შეიცვალა, თუმცა, წარსული უცვლელი დარჩა. ვიდეო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, სავარაუდოდ 2009 წელს ჩატარებულ ერთ-ერთ სპეცოპერაციას ასახვს. მიუხედავად იმისა, რომ კადრების ავთენტურობა დადგენილი არაა, იმას, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში თავადაა, ჩიქოვანი კატეგრიულად უარყოფს.
ჩიქოვანის, თითქმის ყველა ბრიფინგი და სიტყვით გამოსვლა, იმით იწყება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ძალაა. ამას გაერთიანებული ოპოზიციის ბათუმის მერობის კანდიდატი და მისი კონკურენტი უხერხულად მიიჩნევს. ამის თქმის საფუძველს გიორგი კირთაძეს ის გარემოება აძლევს, რომ წინა ხელისუფლების დროს, თავად ჩიქოვანიც მაღალჩინოსანი იყო.
არჩილ ჩიქოვანი, საზოგადოებაში გაჩენილ მწვავე კითხვებს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს, ერთი თვის შემდეგ პასუხობს. რამდენიმე კვირიანი დუმილის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, წინა ხელისუფლების მაღალშინოსანის, წამებისა და მკვლელობის არაერთ საქმეში მონაწილე, მეგის ქარდავასთან კავშირი, დღეს პირველად, არჩევნებამდე 8 დღით ადრე უარყო. მაშინ, როცა საკითხთან არსებული კითხვებით, ჟურნალისტებმა უხერხულობა, აჭარაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს შეუქმნეს.