22, ოქტომბერი 2021 13:07:00
იმ ფონზე როცა პანდემია მძვინვარებს ოპოზიცია კიდევ ერთ აქციას აანონსებს. წინასაარჩევნო შემაჯამებელი ხალხმრავალი შეკრება ხვალ ბათუმის ბულვარის კოლონადებთან 17 საათზე გაიმართება. გაერთიანებული ოპოზიცია მოსახლეობას საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. პროტესტის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაა. ასევე ისინი მოქალაქეებს 30 ოქტომბრის კენჭისყრაში მონაწილეობასა და ცვლილებებისთვის მხარდაჭერისტვის მიმართავენ.