22, ოქტომბერი 2021 13:25:00
ბათუმის ბულვარში შემოდგომა-ზამთრის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების დარგვა დაიწყო. მებაღეების მიერ მწვანე სივრცეებში 180 ათასი ძირი პრიმულას, ვიოლას და მიხაკის ჯიშის ახალი ნარგავები ირგვება. გამწვანებითი ღონისძიებების პარალელურად გასხვლა-ფორმირება, გაზონების გაცელვა, ორგანული სასუქის შეტანა და ხე-მცენარეების ჭიგოებზე აკვრა-შეფუთვის სამუშაოები მიმდინარეობს. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ბულვარის მცენარეთა საფარს ახალი კომპოზიციებით შექმნილი საყვავილეები, ტროპიკული სკვერი და 2000 ძირზე მეტი მრავალწლოვანი ხე-მცენარე შეემატა.