22, ოქტომბერი 2021 14:21:00
ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, აჭარის რეგიონის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 5 სკოლა და ცალკეული 109 კლასი. ასევე, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 0,68% ხოლო მოსწავლეების – 0,45%-ს. ინფორმაციას, აჭარის განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგიონში კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი და ამ ეტაპისთვის მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 82%-ია აცრილი.
"სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით, მაქსიმალურად უზრუნველყოფენ" - ვკითხულობთ განცხადებაში.