22, ოქტომბერი 2021 14:44:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირაში Covid-19-ის გამოვლენილი შემთხვევების გამო ქვეყნის მასშტაბით 219 სკოლა და 493 ცალკეული კლასი ფიზიკურიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამ ეტაპისთვის აცრილთა წილი სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 69.3%-ა.
ცნობისთვის, 22 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 4 155 ახალი, ხოლო გარდაცვალების 40 შემთხვევა გამოვლინდა.